დავით უსუფაშვილი - ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ტაქტიკურად სჭირდება თითქოს დაათბოს აშშ-სთან ურთიერთობები, რადგან ყველა დონიდან  ჩვენი ყველა მეგობარი უკიდურესად შეშფოთებულია

ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ტაქტიკურად სჭირდება თითქოს დაათბოს აშშ-სთან ურთიერთობები - „ოცნებამ“ შინაგანად გადალახა ის რუბიკონი, რომლის შედეგადაც დემოკრატიული დასავლეთის მას ეშინია, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხ დეპუტატზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა.

„პრეზიდენტის ნათქვამი, რომ გაემიჯნოს ოთხეულს, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება და ის, რომ ცალკე არიან, ეს იყო თამაში და ახლაც არის თამაში, პრეზიდენტმა თქვა - „დაასრულეთ ეს თამაში“. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა და ხმოვანდებოდა?! ახლა ტაქტიკურად ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ცოტა არ იყოს სჭირდება ცოტა თითქოს დაათბოს ურთიერთობები, რადგან ყველა შესაძლო დონიდან ყველა ჩვენი მეგობარი უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია იმ სახელისუფლებო პოლიტიკის გამო, რასაც ბოლო ხანებში ეს ოთხეული ახმოვანებდა და დანარჩენები ძირითადად თავს უქნევდნენ. სამწუხარო ამბავია, „ოცნებამ“ შინაგანად გადალახა ის რუბიკონი, რომლის შედეგადაც დემოკრატიული დასავლეთის მას ეშინია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა მოისმინა და პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

„ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ