FAO - უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტის განახლების გამო მსოფლიოში სურსათზე ფასები კლებას განაგრძობს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტის განახლების გამო მსოფლიოში სურსათზე ფაზები კლებას განაგრძობს. ორგანზიაციის მტკიცებით, სურსათზე ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიმდინარე წლის მარტში მას შემდეგ მიაღწია, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

მას შემდეგ კი FAO-ს ინდექსი სტაბილურად ეცემა და გასულ თვეში სურსათის ფასები საშუალოდ 1,9%-ით შემცირდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მცენარეულ ზეთებზე აგვისტოში ფასი 3.3%-ით შემცირდა, მარცვლეულზე 1.4%-ით, კონკრეტულად ხორბალზე კი 5.1%-ით.

„ეს გამოწვეულია წარმოების გაუმჯობესებით ჩრდილოეთ ამერიკასა და რუსეთში, განსაკუთრებით კი უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტის განახლებით, პირველად ხუთ თვეზე მეტი შეფერხების შემდეგ",- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა