დიმიტრი ხუნდაძე - არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება - ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს

არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება - ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს, - ასე პასუხობს ფრაქცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დიმიტრი ხუნდაძე შეფასებას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ოთხეულმა მოღვაწეობა დაასრულა.

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგეს და გათვლილი იყო სწორედ იმ შედეგზე, რასაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის სახით მიიღებს.

"ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ და აქ კომპრომისი ვერ იქნება. ის, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა რეალური იყო, ამას სიჩუმე ვერ დააზღვევდა და სწორედაც რომ ხმამაღლა იყო სათქმელი, რამაც ეს რისკები ამ ეტაპზე მინიმუმამდე დაიყვანა. ჩვენი მხრიდან ხმამაღლა „წაკითხულმა“ მზაკვრულმა სცენარმა, რომელიც თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემსახურებოდა, არადა რეალურად ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას გეგმავდა, ჩაშალა. ქუჩის აურზაური შეიცვალა პოლიტიკოსების საუბრებით და რეალურად გააჩინა სტატუსის მინიჭების რეალური პერსპექტივა. ჩვენმა პრინციპულობამ ხელი უნდა შეუწყოს ჭეშმარიტ პარტნიორულ ურთიერთობებსაც, ისე რომ, ანგარიშგასაწევი იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი სუვერენიტეტი ფურცელზე დეკლარირებას გასცდა და ამას მოქალაქეები სიამაყით აღნიშნავენ. ქართული სახელმწიფო დღეს ხმამაღლა საუბრობს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებზე და „დიდი ძმების“ დაკვეთების ბრმად შემსრულებელი აღარ არის. არის მცდელობა, რომ საზოგადოება აგენტურით იმართებოდეს, რაც ყოვლად მიუღებელია ქვეყნისთვის. ფაქტია, რომ ჩვენ მძიმე ტვირთი ვიკისრეთ, ღიად ვისაუბრეთ პოლიტიკურ კულისებში მიმდინარე ისეთ საკითხებზე, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა. სათქმელი კიდევ უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უმჯობესია, ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა არ გახდეს საჭირო. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ პროცესები სასიკეთოდ წარიმართება. პრეზიდენტზე კი რა გითხრათ, რომელმაც ვიღაც ოთხეულად მოიხსენია არაერთგზის პარლამენტის წევრები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა დიდი არმია დგას. მას მინდა შევახსენო, რომ „ამ ვიღაცეების“ წყალობით გახდა პრეზიდენტი, რაშიც თავად მისი წვლილი არც მეტი და არც ნაკლები, ნულია. ჩვენმა ქმედებებმა და საზოგადოების მხარდაჭერამ უკვე არაერთგზის გამოიღო შედეგი და პოზიტიური ეფექტი მომავალშიც იქნება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და არც დიდხანს დარჩება დაფარული ბევრი რამ. არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ჩვენი მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება. მინდა იცოდეთ, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია