გორელმა ძიუდოისტებმა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატიდან ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს

გორელმა ძიუდოისტებმა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატიდან ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს. მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ დავით ქარელი და საბა სამადაშვილი, საბა საბაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი აიღო.

ძიუდოისტებს და მათ მწვრთნელს ანზორ თენაძეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა ჯილდოები გადასცეს და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

სამივე სპორტსმენი ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობდა.

მიმდინარე წელს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთეულებში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს