არგენტინაში ათასობით ადამიანმა ვიცე-პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გამართა

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერის ათასობით მხარდამჭერი დედაქალაქ ბუენოს-აირესში შეიკრიბა და პოლიტიკური ძალადობა დაგმო.

"ჩვენ ყველა კრისტინა ვართ", - სკანდირებდნენ დედაქალაქის ისტორიულ პლაზა დე მაიოზესთან, პრეზიდენტის ოფისის გვერდით შეკრებილი აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მოკვლას გადაურჩა, როდესაც საკუთარ სახლთან, მხარდამჭერების გარემოცვაში მყოფს, თავდამსხმელმა იარაღი დაუმიზნა და ესროლა. მოგვიანებით, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა განაცხადა, რომ იარაღში 5 ტყვია იდო, თუმცა ჩახმახზე გამოკვრის შემდეგ არ გაისროლა.

სამართალდამცავებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 35 წლის მამაკაცი დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი 2015-2017 წლებში არგენტინის პრეზიდენტი იყო, მანამდე კი, 4 წლის განმავლობაში, პირველი ლედი. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მას 2019 წლიდან უკავია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა