მედეა მეტრეველი - გელათის გარშემო ვითარება უზომოდ დამძიმებულია

ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საყრდენი ძეგლის გადარჩენის შესაძლებლობები დღითიდღე მცირდება. მიზეზი ისევ და ისევ სახელმწიფო უწყებების კარჩაკეტილობაა, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ- ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი გელათის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც მეტრეველი ამბობს, ექსპერიმენტები, რომელსაც ხელისუფლება ძეგლზე ატარებს შეუქცევად ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობას.

„გელათის გარშემო ვითარება უზომოდ დამძიმებულია. არ მთავრდება ახალ-ახალი ექსპერიმენტების ჩატარება. 2019 წლიდან მოყოლებული დაშვებული არაერთი შეცდომის, გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის გამო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საყრდენი ძეგლის გადარჩენის შესაძლებლობები მცირდება. მიზეზი ისევ და ისევ სახელმწიფო უწყებების კარჩაკეტილობა, გაუმჭვირვალედ მიღებული გადაწყვეტილებები, გადამალული საერთაშორისო კრიტიკული დასკვნები და შეფასებებია. ნუთუ გამუდმებით იმის შეხსენებაა საჭირო, რომ გელათი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან საჯარო უწყების კუთვნილება და მისი რეაბილიტაციის გარშემო არსებული ხარვეზებზე საჯაროდ საუბარი არ უნდა შეირაცხოს პოლიტიკურ პროცესად?! ამაზე უნდა ვისაუბროთ საჯაროდ ყველამ, ძალიან ხმამაღლა და ძალიან ხშირად, გავხადოთ პროცესი გამჭვირვალე, ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. მხოლოდ ასე შევძლებთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებას”, - აცხადებს მეტრეველი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ