მუნიციპალური განვითარების ფონდი, სოფელ გამარჯვების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

მუნიციპალური განვითარების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მათი განმარტებით, სამუშაოების გეგმური მონიტორინგის პროცესში არასაკმარისი პროგრესის გამო, კონტრაქტორს მიეცა სიტყვიერი, თუ წერილობითი გაფრთხილება არაერთი და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სოფელ გამარჯვების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპს არ გამოასწორებს, ხელშეკრულება შეწყდება. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მიზნით, ამოქმედდება საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია.

„მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასთან გამართა ღია შეხვედრა ფონდის მართვაში არსებული სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი იყო მედიისთვის და მათი საშუალებით, საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა სრული და სწორი ინფორმაცია ყველა მიმდინარე პროექტზე, მათ შორის, არსებულ გამოწვევებზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია საშუალება არ დაინტერესდა შეხვედრით და არ გამოიყენა შესაძლებლობა დაესვა კითხვები და მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია ნებისმიერ მისთვის საინტერესო პროექტზე. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გრძელდება სწორედ იმ პროექტების გაშუქებას, რომელიც იყო ზემოაღნიშნული საჯარო შეხვედრის მთავარი თემა. ასეთ პირობებში, ჩნდება საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მათი მიზანი არა ობიექტური, არამედ ტენდენციური ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებაა.

რაც შეეხება გუშინდელ სიუჟეტში ნახსენებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლას, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტის ღირებულება, კონტრაქტორ კომპანიაზე გაცემულია ხელშეკრულების შესაბამისად, საავანსო გადახდითა და მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით. სამუშაოების გეგმური მონიტორინგის პროცესში, სამუშაოების არასაკმარისი პროგრესის გამო, კონტრაქტორს მიეცა არაერთი სიტყვიერი, თუ წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან, გაჭიანურებული სამუშაოების გამო, უკვე შეწყდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაციის ორი ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ გამოასწორებს სოფელ გამარჯვების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპს, შეწყდება აღნიშნული ხელშეკრულებაც და ზიანის ანაზღაურების მიზნით, ამოქმედდება საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია. სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად შეირჩევა ახალი კომპანიები.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. 163 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიდან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 106 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია 39 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულება. დარჩენილი მიმდინარე პროექტებიდან, 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით, იმთავითვე 2023 წელს არის გათვალისწინებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა