ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ხაზი გაუსვა სანქციების მე-8 პაკეტის მომზადების საჭიროებას, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მხარეებმა განიხილეს უკრაინის ფინანსური დახმარება. უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა სანქციების მე-8 პაკეტის მომზადების საჭიროებას, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან რუსეთის ჭარბი მოგების შესაზღუდად ნაბიჯების კოორდინირება მოახდინა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს