ლაშა ბექაურმა და ვლადიმერ ახალკაცმა ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს ღია პირველობაზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა ლაშა ბექაურმა და ვლადიმერ ახალკაცმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ძიუდოს ღია პირველობაზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ლაშა ბექაურმა ტურნირის მსვლელობისას ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე იპონით მოიგო. ის ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ტრავმას მკურნალობდა და მას მერე ტურნირზე პირველად გავიდა.

რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს, მისი მეტოქე ფინალში ფრანგი ნიკოლა შილარი იყო, რომელსაც ვაზარით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს