კანადაში დანით შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა მოაწყვეს, დაღუპულია 10 და დაჭრილია 15 ადამიანი

დანებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა კანადის ცენტრალურ სასკაჩევანის პროვინციაში სულ მცირე 10 ადამიანი მოკლეს, 15 კი - დაჭრეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა ორი ეჭვმიტანილი დაასახელეს : 31 წლის დემიენ სანდერსონი და 30 წლის მაილს სანდერსონი, რომლებიც მიმალულები არიან და შეიარაღებულ და საშიშ პირებად მიიჩნევიან, რის გამოც პროვინციის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

თავდასხმები სასკაჩევანის პროვინციაში რამდენიმე ადგილას მოხდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოებს დანაშაულის 13 ადგილზე აწარმოებენ, სადაც დაღუპულები და დაშავებულები იპოვეს.

პროვინციაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, შეიქმნა საკონტროლო-გამშვები პუნქტები, პოლიცია მგზავრების ვინაობას ამოწმებს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თავდასხმას საშინელი და შემზარავი უწოდა.

„ვფიქრობ მათზე, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი და მათზე, ვინც დაშავდა“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს