გაერთიანებული სამეფოს მომავალ პრემიერ-მინისტრს დღეს დაასახელებენ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონის მემკვიდრე დღეს გახდება ცნობილი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„კონსერვატიული პარტიის“ მომავალ ლიდერად საგარეო საქმეთა მინისტრ, ლიზ ტრასს, ან ფინანსთა ყოფილ მინისტრს, რიში სუნაკს დაასახელებენ.

პარტიის ლიდერის გამოსვლენად გამართული კენჭისყრის გამარჯვებული დღეს, თბილისის 15:30-ზე გახდება ცნობილი.

„გაერთიანებული სამეფოს“ პრემიერობისთვის თავდაპირველად 11 პრეტენდენტი იბრძოდა, მოგვიანებით კი, „კონსერვატიულ პარტიაში” გამართული კენჭისყრების შედეგად, კანდიდატების რაოდენობა ორამდე შემცირდა.

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ბრიტანეთის დედოფალთან გაემგზავრება, რომელმაც ის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად უნდა დანიშნოს.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ ივლისში, სკანდალების სერიის გამო მინისტრების პროტესტის შემდეგ განაცხადა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს