ჯორჯ ბუში - მაშინაც კი, როცა ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, არ ვწყვეტთ მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ოკუპაცია და ამას ვაკეთებთ, როგორც მეგობრები და მოკავშირეები

ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც თბილისში მიმდინარე კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა გააცნო.

„ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა საფრთხეები მოდის მოსკოვის რეჟიმისგან. ერთი რამ წლების განმავლობაში უცვლელი რჩება: ქართველი ხალხის სურვილი და ვალდებულება იცხოვროს თავისუფლად და წაიყვანოს ქვეყანა ისეთი ინსტიტუტებისკენ, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი. ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მოსკოვმა პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თქვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ფონზე“, - აღნიშნულია ჯორჯ ბუშის წერილში.

მისი თქმით, ამჟამად მსოფლიოსთვის გამოწვევებით სავსე დროა, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს.

„ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი მებრძოლები მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა