სპეციალისტები განმარტავენ, რა არის ბავშვებში ენტეროვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მომატების მიზეზები და როგორ უნდა უზრუნველყონ მშობლებმა მათი დაცვა

ბავშვებში ენტეროვირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. სხვა სეზონებთან შედარებით გაზრდილია სტაციონარში მიმართვიანობაც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრმა ნინო სირაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტები დაახლოებით 1 კვირა თავსდებიან სტაციონარში, მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს კი შესაძლოა 14 დღე გაგრძელდეს მკურნალობა.

როგორც პედიატრი განმარტავს, ვირუსს ძირითადად ახასიათებს ცხელება, ღებინება და ნაწლავის ხშირი მოქმედება.

„ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების მომართვიანობა მომატებულია.ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ სხვა სეზონებთან შედარებით, წელს სტაციონარში მომართვიანობაც მომატებულია. ენტეროვირუსს სხვადასხვა სახელწოდების ვირუსი იწვევს. მას ძირითადად ღებინება და ნაწლავის ხშირი მოქმედება ახასიათებს. ვირუსი ხელით გადადის, დაბინძურებული ხელის პირში მოხვედრით. კერძოდ, ინფიცირება შესაძლებელია დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შემდგომ დაუბანელი ხელის ცხვირის, პირის, თვალების ლორწოვანთან შეხებით. ასევე, მოგეხსენებათ, ზაფხულის სეზონია და ნაწლავური ინფექციების დროს აუზზე სიარული მიზანშეწონილი არ არის. თავის დაცვისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. ჰიგიენური ნორმების დაცვა ბავშვებში უფრო რთულია, რაც უფრო პატარაა, მით უფრო ხშირი კონტაქტი აქვს გარემოსთან. ხშირად, ვირუსულ ინფექციას გართულებებიც ახასიათებს.

რაც შეეხება მკურნალობას, ნაწლავურ ინფექციას რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება არ სჭირდება. ძირითადად საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, სითხის შევსება. პაციენტები დაახლოებით 1 კვირა თავსდებიან სტაციონარში, მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს კი შესაძლოა 14 დღე გაგრძელდეს მკურნალობა.

სტაციონარული მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმის სითხით შევსება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სტაციონარული მკურნალობის შემდეგ შესაძლოა სიმპტომები გაგრძელდეს, თუმცა ბავშვს შეუძლია მიიღოს სითხე და საკვები, მკურნალობა სახლში გააგრძელოს“, - აღნიშნავს ნინო სირაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია