“თიბისი კაპიტალი” მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა.

„თიბისი კაპიტალის“ ცნობით, ივლისში ეკონომიკის ზრდამ 9.7% შეადგინა, რაც შესაბამისობაშია სრული 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის 10%-ზე მეტი მაჩვენებლის მოლოდინთან.

“ სავალუტო შემოდინებები ძლიერია, ფისკალური სტიმული კი, ივლისში შედარებით გააქტიურების ფონზე, ჯამურად მნიშვნელოვნად უარყოფითია. საბანკო დაკრედიტების კუთხით, ივლისი სუსტი იყო, თუმცა გასათვალისწინებელია კორპორატიულ სეგმენტში დავალიანების წინმსწრებად დაფარვის ზეგავლენა.

წინა კვირაში, ასევე, აგვისტოს სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დინამიკაც გამოქვეყნდა. "თიბისი კაპიტალის" მოლოდინების შესაბამისად, წლიური ინფლაცია 11.5%-დან, 10.9%-მდე შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ივლისისაგან განსხვავებით, ფასების წლიური ზრდის ტემპის შენელება წინა წლის საბაზო ეფექტით არ იყო გამოწვეული. არამედ, უკვე აგვისტოში ივლისთან შედარებით პრაქტიკულად ნულოვანი ინფლაცია დაფიქსირდა.

მოლოდინების კუთხით, მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ აქვს. წლის ბოლოს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია დაახლოებით 7.4%-ით ან, "თიბისი კაპიტალის" აზრით, შესაძლოა უფრო ნაკლები მაჩვენებლითაც კი განისაზღვროს. ეს, აგვისტო-დეკემბრის პერიოდში, ფასების სეზონური მატების გამორიცხვით, დეფლაციას გულისხმობს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკის ცვლილება ჯერჯერობით უფრო იმპორტული პროდუქციის ფასების შემცირებით არის გამოწვეული, რადგან გაანგარიშებულ ადგილობრივ ინფლაციას შედარებით განსხვავებული დინამიკა აქვს. თუმცა, როგორც ეს "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის შესაძლო გადახურების თემაზე თემატურ პუბლიკაციაშია აღნიშნული, არ ვფიქრობთ, რომ ჯამური ინფლაციის მოსალოდნელი შემცირების ფონზე, სამომხმარებლო კალათის გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის ფასების ცვლილება არსებითად განსხვავებული იქნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეცანით პუბლიკაციას სრულად ბმულზე.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე