ვიოლა ფონ კრამონი - საფრანგეთი და გერმანია, დიდი ალბათობით, რუსულ მახეში გაებმებიან - ევროპა ბევრს აკეთებს უკრაინისთვის, მაგრამ არასაკმარისს, უნდა გავაძლიეროთ დახმარება იარაღით, იარაღით, მძიმე იარაღით, ტანკებით

ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ნიშნავს უკრაინის სრულ კაპიტულაციას და რეალურად მოლაპარაკების სურვილი არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ განაცხადა.

„დასავლური სახელმწიფოები და მე ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას, დიდი ალბათობით, რუსულ მახეში გაებმებიან. ყოველ კვირას გერმანულ მედიაში გვესმის, მოდი, მივაღწიოთ მშვიდობას, ვიპოვოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გამოსავალი და სხვა. თუ პესკოვმა თქვა, რომ მათ უნდათ მოლაპარაკება, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას იარაღით, იარაღით, იარაღით, მძიმე იარაღით, ტანკებით, რასაც ვიპოვით. არა მხოლოდ განცხადებებით, რაც ხშირად გვესმის, მათ შორის კანცლერის მხრიდან, არამედ საქმითაც“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ პრობლემები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

„ჩვენ ძალიან სუსტი ვართ სტრატეგიულ კომუნიკაციაში არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით, ხშირად გვესმოდა, რომ ადამიანები დასავლური სანქციების გამო იტანჯებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ არ იყო აქტიური კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან, რათა ავუხსნათ ღარიბ, ყველაზე დაუცველ ადამიანებს, რა არის სიმართლე და რატომ მოხდა, რაც მოხდა და ჩვენ ვკარგავთ ქვეყნებს, ვკარგავთ ქვეყნებს, სახელმწიფოებს, რომლებიც თავიდან მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობას იჩენდნენ, მაგრამ შესაძლოა, შეიცვალეს კიდეც დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან და ერთგვარი თანაგრძნობაც კი გაუჩნდათ რუსული ნარატივის მიმართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა