„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაიცა, ღირებულების 35% შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობას მოხმარდა.

„ჩვენი გამაჯანსაღებელი კომპლექსი საუკეთესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა, ის განთავსებულია წყალტუბოს პარკის ტერიტორიაზე, სიმწვანეში და მოიცავს სასტუმროს „პარკ ჰოტელ წყალტუბო“-ს, რესტორან „მაგნოლია“-ს და ბალნეოლოგიურ სპა ცენტრ „ბი ჰელსი“-ს. სასტუმროში 45 ნომერია და მომხმარებელს სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის სერვისებს ვთავაზობთ. ესენია: მინერალური წყლის აბაზანა, ექიმთან კონსულტაცია, წყალქვეშა მასაჟი, ფიზიოთერაპია, ბალნეოლოგიური და კოსმეტოლოგიური პროცედურები, სამკურნალო მასაჟი. წყალტუბოს თერმულ-რადონური მინერალური წყალი ჯამში სამოცამდე დაავადებას კურნავს. მისი ბუნებრივი ტემპერატურა წყლის ნებისმიერ დროს +35-33 გრადუსია. პროცედურა მუდმივად გამდინარე წყალში მიმდინარეობს, რომლის დროსაც პაციენტი ორგანიზმში 500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას განიცდის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სამკურნალო ეფექტს. ასევე, ჩვენთან მოსულ სტუმარს უმაღლესი კლასის სარესტორნო მომსახურებით, ღია ბარით და ტერასით სარგებლობაც შეუძლია. კომპლექსში 150-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. სამომავლოდ კი სასტუმროს კიდევ უფრო კეთილმოწყობას და აუზის გაკეთებას ვგეგმავთ“, - განმარტა სასტუმროს დამფუძნებელმა, ნატა კაკაბაძემ.

ინფორმაციისთვის, რედონულ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას. ასევე, მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო