მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიის „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“ დამტკიცებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქვეყნის განვითარების სტრატეგია სახელწოდებით, „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“ დამტკიცდება.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება.

„სტრატეგიაში გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა, გეგმები მოამზადა და ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია სახელწოდებით „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“. მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ ეს დოკუმენტი ეფუძნება, რა თქმა უნდა, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა. სოციალური თანასწორობა, რეგიონული უთანასწორობის შემცირება, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა - ეს ყველაფერი არის ჩამოყალიბებული ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტი შარშანვე მზად გვქონდა, მაგრამ ამის შემდეგ თვითონ დოკუმენტი დაიხვეწა, მონაცემები განახლდა და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ და მთავრობა დაამტკიცებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა