ანა ფოტიგა - ვხედავთ, რომ გმირი უკრაინელების წყალობით, რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთი რეალურად დამარცხდეს

ყოველთვის არ არის შესაძლებელი გენოციდის თავიდან აცილება, ბუჩას მსგავსი შემთხვევები ჩვენს წარმოდგენას სცილდება, მაგრამ როცა გავიგეთ ამის შესახებ, ვალდებული ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „დიდება უკრაინას“ განაცხადა.

„მინდა გავიხსენო, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები, აწ გარდაცვლილი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით ჩამოვიდნენ აქ, თბილისში და განაცხადეს, რომ თბილისის შემდეგ შესაძლოა ყოფილიყო უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და სხვები და შესაძლოა პოლონეთიც და ეს კიდევ ასეა. ის, რასაც პუტინი აკეთებს შესაძლოა, აღვწეროთ როგორც მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა. რეალურად სასტიკი იმპერიული პოლიტიკა”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რუსეთის რეალურად დასამარცხებლად.

„როდესაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, არსებობს ძალიან პოზიტიური გეოპოლიტიკური ცვლილება. ვხედავთ, რომ გმირი უკრაინელების წყალობით, რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთი რეალურად დამარცხდეს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია: იარაღი, იარაღი და იარაღი და ჩართულობა.

რა არის ის, რაზედაც ომის დამნაშავე პუტინთან მოლაპარაკება ასე ძალიან გვსურს? ის არის ომის დამნაშავე და უნდა დაისაჯოს.

ყოველთვის არ არის შესაძლებელი გენოციდის თავიდან აცილება. ზოგიერთები საუბრობენ, რომ ბუჩას მსგავსი შემთხვევების გათვალისწინება და პრევენცია უნდა მომხდარიყო. ეს უბრალოდ ჩვენს წარმოდგენას სცილდება, მაგრამ როდესაც გავიგეთ ამის შესახებ, ჩვენ ვალდებულები ვართ საერთაშორისო კანონმდებლობით, ყველა ჩვენგანი ვალდებული ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად, თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა