მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მე-2 ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მე-2 ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა განაცხადა, სტრატეგია 2022-2030 წლებს დაფარავს.

მისივე ინფორმაციით, სტრატეგიას ოთხი ძირითადი მიმართულება გააჩნია.

„პირველი სტრატეგია 2014-2020 წლებს ფარავდა. დღეს ახალი სტრატეგია დამტკიცდა, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს. სტრატეგია უახლოეს დროში პარლამენტს გადაეგზავნება და პარლამენტის დამტკიცების შემდეგ, უკვე საბოლოოდ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტებს და მიმართულებებს შემდეგ უკვე პრაქტიკაში გადაიტანს, როგორც რეგიონებში, ისევე ცენტრალურ დონეზე. სტრატეგიას გააჩნია ოთხი ძირითადი მიმართულება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ისევე, როგორც მართლმსაჯულების საკითხები პირველი პრიორიტეტია. შემდეგი პრიორიტეტი არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები. მესამე პრიორიტეტი თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებას ფარავს და მეოთხე პრიორიტეტი არის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა“, - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება