რომეო მიქაუტაძე კონფერენციაზე „მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები საქართველოს ქალაქებისთვის“ მოხსენებით გამოვიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

როგორც მიქაუტაძემ კონფერენციაზე „მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები საქართველოს ქალაქებისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო პოლონეთის მთავრობისა და UNIDO - ს მხარდაჭერით, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდაჭერას მდგრადი ენერგეტიკის პროექტების განხორციელების გზით, მუნიციპალური მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების ფარგლებში.

„იმედი გვაქვს, რომ პროექტი გამოიწვევს ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში და მწვანე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ადგილობრივი ბაზრის ამოქმედებას“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტის“ (IEO) ორგანიზებით გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროექტის „საქართველოს რეგიონებისა და თემების გადასვლა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია საქართველოს ხუთ ქალაქში მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ეკონომიკის დონეზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, საქართველომ აიღო ვალდებულება ენერგეტიკის სექტორში ძირეული რეფორმების განსახორციელებლად, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, რაც ასევე გულისხმობს, სახელმწიფოს მასშტაბით განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის წახალისებას სხვა და სხვა სექტორებში. მისი თქმით, გამოიკვეთა მუნიციპალიტეტების ჩართულობის აუცილებლობა, რაც განისაზღვრა როგორც ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებში, ასევე, საქართველოს ადგილობრივ კანონმდებლობაში.

რომეო მიქაუტაძემ ხაზი გაუსვა მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმების შემუშავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ვალდებულება განსაზღვრულია ევროსაბჭოს მერების შეთანხმებით, რომლის ხელმომწერი მხარეა 26 მუნიციპალიტეტი საქართველოდან. მისი თქმით, აღნიშნული გეგმების განხორციელება მნიშვნელოვან როლს შეიტანს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებასა და ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაში.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მასკევიჩი.

პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს ხუთ ქალაქში - ჩოხატაურში, გორში, ქუთაისში, ფოთში და ზუგდიდში PV ინვესტიციების განხორციელების საპროექტო ფაზის მხარდაჭერაზე. ღონისძიებების მიზანია საზოგადოებრივ შენობებზე (ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე) განლაგებული PV ინვესტიციების 12 ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თემების ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებას. აგრეთვე შემუშავდება საქართველოს თემებზე მორგებული დაფინანსების ინოვაციური მექანიზმები (მაგ. მცირე პროექტების გაერთიანება "ბანკებისთვის მისაღებ" საინვესტიციო პაკეტებში).

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის მიერ და ხორციელდება პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტისა (EIO) და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (EECG) თანამშრომლობით.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს