საქართველოს 40 სოფელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანია იწყება

10 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რადიუსში“, საქართველოს გაეროს ასოციაციის, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლობითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩების მონაწილეობით მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის გახსნითი ღონისძიება მოეწყობა.

ორგანიზატორების ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს 9 რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანია იწყება.

მათივე ცნობით, საწყის ეტაპზე 40 სოფლიდან შერჩეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩები მონაწილეობას მიიღებენ 2 დღიან ტრენინგებსა და ვორკშოპებში, რომლებიც: საზოგადოებრივ ჯანდაცვას, იმუნიზაციას, ვაქცინაციას, მედია წიგნიერებასა და ეფექტურ კომუნიკაციას შეეხება.

„შემდეგი 3 თვის განმავლობაში (სექტემბერი -ნოემბერი) სწორედ ამ 40 სოფელში, პროექტში ჩართული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩების დახმარებით ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებსა და ვორკშოპებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება.

შეხვედრები გაიმართება სოფლის თავშეყრის ადგილებში, ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებსა და სახლებში, შესაბამისად შეხვედრაზე დასწრება და საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიღება იმაზე მეტად ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე ეს საქალაქო ცენტრებში ჩატარების შემთხვევაში იქნებოდა.

აღნიშნული პროექტის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში და ყველგან იქ სადაც ინფორმაცია ყველაზე რთულად აღწევს, სწორედ იმ ადგილებში ჩავიდეს და მეტად მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელოს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია