ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის გადმოსახედიდან ევროკავშირში გაწევრიანება, კანდიდატის სტატუსი კატასტროფაა - ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს ქულებს და არც კი უნდათ ეს წარმოიდგინონ

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გადმოსახედიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება კატასტროფაა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ქულას ხელისუფლება დაიწერს, ოპოზიცია კი ამას არ დაუშვებს და შეეცდებიან განახორციელონ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12-ვე პუნქტი შესრულდება ხელისუფლების პასუხისმგებლობით იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და პუნქტები გაწერილი. შექმნილია სამუშაო ჯგუფები. ყველას შევთავაზეთ ამ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, რაზეც ბევრმა უარი თქვა, ბევრმა თანხმობა განაცხადა. სამუშაო პროცესი გაიმართება ჯანსაღ გარემოში.

12-ვე პუნქტი შესრულდება ჩვენი პასუხისმგებლობით იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.

ოპოზიციის ნაწილი ჩართულია, ნაწილი არ არის ჩართული. ვინც არ არის ჩართული, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ეს არის მათი მხრიდან ევროკავშირთან მიმართებით უდიერი დამოკიდებულების გამოხატულება. ევროკავშირში გაწევრიანება რადიკალური ოპოზიციის გადმოსახედიდან არის კატასტროფა. კანდიდატის სტატუსის მიღება მათი გადმოსახედიდან არის კატასტროფა. ოპოზიცია ასე უყურებს ამას, რატომ? ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს სერიოზულ ქულებს და ეს მათ არც კი უნდათ, რომ წარმოიდგინონ. შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ განახორციელონ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, რასაც აკეთებენ იმას გააგრძელებენ",- განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ