ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებებზე - არცერთი განცხადება არ დაგვიდასტურებია, შეიძლება 100%-ით მართალიც იყო რომელიმე, მაგრამ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და გვაქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა

არც ერთხელ, არცერთი განცხადება არ დაგვიდასტურებია, შეიძლება 100%-ით მართალიც იყო რომელიმე განცხადება, მაგრამ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და გვაქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის კუთხით პარტიიდან წასულ ოთხეულს თავიდანვე გაემიჯნა და პრემიერის განცხადებაც ამის დადასტურება იყო.

„ეს ოთხი ადამიანი და მათი საზოგადოებრივი მოძრაობა აკეთებდა განცხადებებს და ჩვენ ყოველ ჯერზე ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ასეთი ტიპის საჯარო რიტორიკაში ვერ შევალთ, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. არც ერთხელ, არცერთი განცხადება არ დაგვიდასტურებია, შეიძლება 100%-ით მართალიც იყო რომელიმე განცხადება, თუნდაც ყველა განცხადება, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და შესაბამისად გვაქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა.

თავიდანვე ჩვენი უთანხმოება რას უკავშირდებოდა?! ჩვენთვის არ იყო მისაღები საჯაროდ ამ პოლემიკაში შესვლა და ჩვენი კოლეგები ამბობდნენ, რომ თუ ხალხამდე არ მიიტანდნენ სიმართლეს, ამ შემთხვევაში შეიძლება არასწორი მიმართულებით წასულიყო პროცესები. ჩვენ ამაზე თავიდანვე ვერ შევთანხმდით და ეს საზოგადოებას ვაცნობეთ, ჩვენ ვთქვით, რომ გვქონდა განსხვავებული ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმით უნდა გაგრძელებულიყო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ კუთხით ჩვენ თავიდანვე გავემიჯნეთ და ეს დღემდე ძალაშია და ამის ხელმეორედ დადასტურება იყო პრემიერის განცხადება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა