პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. სხდომას 121 დეპუტატი ესწრება. პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ტრადიციულად პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ, რის შემდეგაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოუსმენენ.

დღესვე, სავარაუდოდ, ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხსაც განიხილავენ და კენჭს უყრიან.

მიმდინარე კვირაში პარლამენტი ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, ასევე ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს (პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და მხარი არ დაუჭირა). ამავე კვირაში დაგეგმილია 5 ანგარიშის მოსმენა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შემდეგ, 7 სექტემბრის სხდომაზე, კომუნიკაციის კომისიის 2020 წლის ანგარიშის მოსმენა იგეგმება, ამავე დღეს მოუსმენენ, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშსაც, 8 სექტემბერს კი ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს, ასევე კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის ანგარიშს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - კვლავ ასარჩევია ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები, ასევე ახალი სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, საშემოდგომო სესიაზე მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდის და პარლამენტს გენერალური პროკურორის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას სთავაზობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია