მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები“ სწავლა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მწვანე ბანაკი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა.

„ბანაკის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება. ასევე, გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაცია, იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ და დავაინტერესოთ მოსწავლეები სწავლა გააგრძელონ ამ მიმართულებით და მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით აქტივობებში“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

ბანაკში მონაწილეობისათვის კონკურსის საფუძველზე შეირჩა 32 ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი საშუალო ასაკია 16 წელი.

„ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით თემებზე და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ პროექტები ადგილობრივ დონეზე. ბანაკის პროგრამა მოიცავს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა ტყის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნება, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში, კლიმატის ცვლილება და კატასტროფების რისკის შემცირება, თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვა, საქართველოსთვის დამახასიათებელი გეოლოგიური საფრთხეები, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მნიშვნელობა და როლი საქართველოში. მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე და ჩაერთვებიან გუნდურ აქტივობებში.

მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია