საქართველოს სავაჭრო პალატა სტამბოლში ევროპალატის წევრების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს სავაჭრო პალატა სტამბოლში ევროპალატის წევრების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრას სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, კომიტეტის წევრი სახელმწიფოების სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფარუკ კაიმაქჩი და ევროპალატის პრეზიდენტი, ლუკ ფრიედენი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათი ცნობით, გიორგი პერტაიამ თავის გამოსვლისას ისაუბრა მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე რეგიონის ჭრილში, პოსტ-პანდემიურ პერიოდში რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკების აღდგენის პროცესსა და საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე.

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ევროპალტის პროექტის: „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ მნიშვნელობას, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების ბიზნეს წრეებთან დაახლოებისა და სავაჭრ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით.

აღნიშნული კომიტეტის შეხვედრა, ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროპალატის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებზე.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები