საერთაშორისო სიმპოზიუმი „ფიზიკა ურთიერთქმედებებში“ თსუ-ში მიმდიანრეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სიმპოზიუმზე - „ფიზიკა ურთიერთქმედებებში“ (Physics in Collision) 15 ქვეყნის 30-მდე მეცნიერი - ნაწილაკების ფიზიკის სფეროში ჩატარებული კვლევების უახლეს შედეგებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია თსუ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნაწილაკების ფიზიკის თანამედროვე ექსპერიმენტები საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობების ფარგლებში ტარდება - ამის საუკეთესო მაგალითია ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) -ის ექსპერიმენტები დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC). საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და საერთაშორისო კოლაბორაციები ერთობლივად არჩევენ Physics in Collision სიმპოზიუმებზე მომხსენებლებს, რომელთა უმრავლესობა მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები არიან.

თსუ-ს რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცნობილ მეცნიერებთან ერთად, მოხსენებებს ახალგაზრდა მკვლევრებიც წარმოადგენენ.

„სიმპოზიუმზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ახალგაზრდების ჩართულობა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კვლევებში და ეს შედეგები გაცხადდება ფართო საზოგადოების წინაშე. ახალგაზრდა თაობას საშუალება მიეცემა საკუთარი მომავალი დაინახოს კვლევებში, მეცნიერებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თანამედროვე ფიზიკის განვითარებაში“, - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.

41-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი „ფიზიკა ურთიერთქმედებებში“ პირველად 1981 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბლექსბურგში ჩატარდა. (Blacksburg). მას შემდეგ მან ყოველწლიური სახე მიიღო და გამორჩეულ როლს თამაშობს ნაწილაკების ფიზიკის კონფერენციებს შორის.

„ის, რომ თბილისში ტარდება კონფერენცია, სწორედ იმ ქართველი მეცნიერების დამსახურებაა, რომლებსაც საერთაშორისო აღიარება აქვთ მოპოვებული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით. კონფერენციაზე მოხსენებებს წარმოადგენენ ცნობილი მეცნიერები, რომლებიც ცერნში მიმდინარე ექსპერიმენტებში მონაწილეობენ. მათში, რომლებიც ტარდება დიდ ამაჩქარებლებზე, ასევე კვლევებში, რომლებიც ტარდება კოსმოსური სხივების ფიზიკაში და ასტრონაწილაკების ფიზიკაში“, - განაცხადა თსუ-ს პროფესორმა, რევაზ შანიძემ.

თბილისში მიმდინარე სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა აახენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ლივია ლუდჰოვამ: „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ უნიკალურ, ინოვაციურ კონფერენციაში, რომელიც მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის მიმართულებით უკანასკნელი მონაცემების მიმოხილვას გამოცდილი პროფესიონალებისგან.“

კონფერენციაზე გაიმართება Physics in Collision-ის პოსტერ-სესიაც, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტებისთვის. ამით მათ შესაძლებლობა ეძლევათ წარადგინონ საკუთარი კვლევის შედეგები ცნობილ მეცნიერებთან ერთად.

„კონფერენციას დიდი ისტორია აქვს და ძალიან მიხარია, რომ წელს ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში იმართება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიციები ფიზიკაში, ისევე როგორც სხვა მეცნიერებებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ნამდვილად დაიმსახურა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ინსტიტუცია იყოს ამ დარგში“, - აღნიშნა ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორმა ვახტანგ ქართველიშვილმა.

თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო პროეტებში - მათ შორის ATLAS ექსპერიმენტში, რომელიც LHC-ზე ტარდება და ნეიტრინული ფიზიკისა და ასტროფიზიკის კვლევებში KM3NeT საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს იულიხის კვლევით ცენტრთან (გერმანია) - აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდი - პროექტი, რომელიც ამ ორი ქვეყნის სამეცნიერო, საგანმანათლებო და კულტურული ურთიერთობებში გამორჩეულ როლს თამაშობს. სწორედ ქართულ-გერმანული ხიდის ფარგლებში ჩამოყალიბებული სამეცნიერო კონტაქტებმა ხელი შეუწყო „Physics in Collision“ სიმპოზიუმის ჩატარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო