ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას ამ მიმართულებით რეგიონში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

გარდა ამისა, ბორელმა ღარიბაშვილის მიმართ, რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში წვლილის შეტანის გამო, მადლიერება გამოხატა.

ბორელის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა დაგმეს რუსეთის ომი უკრაინაში და ასევე, განიხილეს რეგიონული გამოწვევები.

ევროკავშირის პირველი დიპლომატის თქმით, ევროგაერთიანება საქართველოს მედეგობის გაძლიერებაზე მუშაობს, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალები გამოიყენებენ ამ ისტორიულ შესაძლებლობას და გააძლიერებენ საკუთარ ძალისხმევას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

ბორელის თქმით, ქართულ დელეგაციასთან პოლიტიკური დიალოგი ხვალაც გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა