საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „მერანი“ საბერძნეთში წარმატებული საგასტროლო ტურნე ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „მერანი“, საბერძნეთში, თესალონიკში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში - „ეპივატიანა“, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოლკლორული ფესტივალის, რომელსაც ესწრებოდნენ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე და თერმის ვიცე-მერი იოსიფ მისალემისი, შემდეგ „მერანმა“ წარმატებული გამოსვლები განაგრძო კუნძულ კერკირაზე გამართულ ცეკვის 23-ე საერთაშორისო ფესტივალზე - Σινιές 2022 Sinies , რომლის ორგანიზატორი და მასპინძელი სინიესის (კერკირა) კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაცია იყო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელის, თემურ კობახიძის განცხადებით, „მერანი“ საბერძნეთში მრავალი წელია წარმატებით გამოდის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლმა, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას" წარდგინებით, უკვე მესამედ, 2013,2014 და 2022 წლებში, მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში. უნდა აღინიშნოს, რომ სტუ-ის „მერანი“, დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს საბერძნეთში. სხვადასხვა დროს, 2005-2014 წლებში ანსამბლი წარმატებით გამოდიოდა: ათენის, კიფისიას, აგია პარასკევის, კორიდალოს, ლავრიოს, ალექსანდროპოლის, კომოტინის, საპოს, სიდიროხორის მუნიციპალიტეტებსა და კუნძულ ევიასზე, კვიპროსზე და კონცერტი ყოველთვის სრული ანშლაგით მიმდინარეობდა. წელსაც მაყურებელი დიდი სიყვარულით შეგვხვდა, სოციალურ ქსელში „ათენის ქართველები-კავკასია“ კი დაწერეს: „ძვირფასო მეგობრებო, რეკომენდაციას გიწევთ, აუცილებლად დაესწროთ ცეკვის 23-ე საერთაშორისო ფესტივალის კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული ანსამბლი „მერანი", მისი საოცარი სტუდენტებითა და სასწავლო სტუდიის ვირტუოზი პატარა აღსაზრდელებით. ბევრ ათენელს კარგად ახსოვს „მერანის" დაუვიწყარი გამოსვლები როგორც ათენის არქეოლოგიური მუზეუმის წინ, ასევე საბერძნეთის ამერიკულ კოლეჯში (The American College of Greece), 2005 წელს, როდესაც უნივერსიტეტის აღფრთოვანებულმა ხელმძღვანელობამ, საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს განსაკუთრებულად უმასპინძლა და მათი სავიზიტო ვიდეო DVD-დისკის ხარჯები მთლიანად გაიღო“. ეს არის ანსამბლის და სტუ-ის ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობის წარმატებული შედეგი, საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება“, - აცხადებს თემურ კობახიძე.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, წელსვე „მერანი“ 75 წლის ხდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო