ახალგაზრდებისთვის ტრენინგი „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ გაიმართა

7 სექტემბერი „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკის „კლიმატის ელჩების“ მონაწილეებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი ახალგაზრდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ჩაუტარა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ავტოტრანსპორტის სექტორის, სამრეწველო და სამშენებლო სექტორების გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე და მონაწილეები გაეცნენ ჰაერის ხარისხის დაცვის კუთხით არსებულ რეკომენდაციებს.

„საერთაშორისო დღის აღნიშვნა არის გლობალური ძალისხმევა სუფთა ჰაერის მისაღწევად, რადგან ჰაერის დაბინძურება საერთო გამოწვევაა. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა საწვავის ხარისხი, აღდგა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემა, სამრეწველო სექტორისთვის დაწესდა თანამედროვე ევროპული მოთხოვნები ფილტრაციის სისტემის გამართვისა და ავტომატური უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დასანერგად. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები, რამაც თავისი დადებითი ეფექტი უნდა გამოიღოს. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ცნობიერებას და მათ ჩართულობას ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად. თითოეულმა ჩვენგანმა ამ მიმართულებით სათანადო ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2019 წელს დააწესა, მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ხელშეწყობასა და სუფთა ჰაერის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. წელს სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღის სლოგანია „ჰაერი, რომელსაც ყველა ვსუნთქავთ”.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება არის გამოწვევა, რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემების სიჯანსაღეზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია