რეგიონული შეხვედრების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მორიგი შეხვედრა შიდა ქართლის მხარეში გაიმართა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა შიდა ქართლის მხარეში მორიგი რეგიონული შეხვედრა გამართეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლელა ჯანაშვილმა შიდა ქართლში, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე, გეგმებზე, გამოწვევებზე და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ქალაქ გორში, გაფართოებულ ფორმატში წარიმართა და მას სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე, გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომელთაც დიდი რაოდენობით პერსონალური მონაცემების დამუშავება უწევთ.

„შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე და მათთან არსებულ გამოწვევებზე, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამსახურის მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კრაწაშვილმა, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო შამუგიამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა მიაწოდეს. განიხილეს კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები.

შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სხვა რეგიონებში მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს