მინისტრის მოადგილე - კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 22 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე თელავში, საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რთველის პროცესში ყველა პირობა შექმნილია, რომ მევენახეებმა ყურძნის მოსავალი საწარმოებს შეფერხების გარეშე ჩააბარონ.

„წელს ველოდებით რეკორდულ 300 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს. ჩვენი ამოცანაა, მევენახებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს ყურძნის ჩაბარების პროცესში. რთველის საკოორდინაციო შტაბი არის სრულად მობილიზებული, რომ რთველი შეფერხებების გარეშე წარიმართოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინის საწარმოებში ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი, რადგან სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მდგომარეობით, ყურძენი 1400-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 17 მლნ ლარს აღწევს. „გადამუშავებული ყურძნიდან 7,8 ათას ტონამდე "რქაწითელი", 9,6 ათას ტონამდე "საფერავი", 2 ათას ტონამდე "კახური მწვანე" და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.

სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე