ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის განცხადებით, გაფრინდაშვილსა და „ნეთფლიქსს“ შორის მოლაპარაკებების ინიციატივები „სასამართლოდან წამოვიდა და შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია“

ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, კახა შარაბიძის განცხადებით, გაფრინდაშვილსა და „ნეთფლიქსს“ შორის შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია. რაზე შეთანხმდნენ მხარეები უცნობია, თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, სერიალში არაფერი იცვლება და ყველაფერი ისე რჩება, როგორც არის.

უფლებადამცველის განცხადებით, კალიფორნიის სასამართლომ „ნეთლიქსის“ დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა და მოსამართლემ დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები პატივის და ღირსების შემლახველი განცხადებისგან თავისუფალ ზონას არ წარმოადგენს და ეს პირს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

„ნონა გაფრინდაშვილის „ნეთფლიქსთან“ დავა საკმაოდ ეფექტურად და ძალიან მოკლე პერიოდში დასრულდა. სასიხარულოა, რომ ამ შედეგს მსოფლიო პრესა იზიარებს და რეალურად, თუ მსოფლიო პრესას დააკვირდებით, ჩვენი ქართველი ლეგენდა წამყვანი მედიასაშუალებების ჰედლაინებიდან არ ჩამოდის.

კალიფორნიის სასამართლომ „ნეთფლიქსის“ დაცვის არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა და მოსამართლემ დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები პატივის და ღირსების შემლახველი განცხადებისგან თავისუფალ ზონას არ წარმოადგენს და ეს პირს მხატვრული ნაწარმოების ფარგლებში განხორციელებული დიფამაციური განცხადების გამო პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მორიგების, მოლაპარაკებების ინიციატივები სასამართლოდან წამოვიდა. შეთანხმების პირობები არის კონფიდენციალური და ყველაფერი რაც მას უკავშირდება არ შეიძლება გასაჯაროებული იყოს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სარჩელი სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას ეხება, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. გაფრინდაშვილის სარჩელში აღნიშნულია, რომ კომენტარი „აშკარად მცდარი, უხეშად სექსისტური და დამამცირებელია“ და რომ "ნეთფლიქსმა“ შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.

არსებული ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით, კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას ითხოვდა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში