GIPA ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით, სალექციო კურსების სერიას გამართავს

GIPA, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით, აანონსებს სალექციო კურსების სერიაზე სახელწოდებით "სახელმწიფო, (სამოქალაქო) საზოგადოება და ეკონომიკა".

GIPA-ს ინფორმაციით, ლექციებს წაიკითხავს GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი ნინო ხელაია.

„კურსი მიზნად ისახავს გაგვაცნოს ის არსებული ნორმატიული და ემპირიული ანალიზი, რომელიც დაინტერესებულია სახელმწიფოს, ეკონომიკისა და საზოგადოების ურთიერთობების გაგებით თანამედროვე კაპიტალისტურ სისტემაში XVIII საუკუნიდან დღემდე. კურსი ეყრდნობა იმ პოლიტ. ეკონომიურ დაშვებას, რომ ბაზრებიც, სახელმწიფოცა და საზოგადოებაც კონკრეტული სოციო-ეკონომიკური სტრუქტურის შიგნით ფუნქციონირებენ, და რომ მათი განცალკევებული ანალიზი, რაც, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე სოციალური მეცნიერებების ცალკეული დისციპლინების ერთმანეთთან დაშორებას, მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ამ ცნებების კომპლექსურ და სიღრმისეულ გაგებას.

მომდევნო კურსს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ჩაატარებს კოტე ერისთავი (კურსი: „სამართალი და განვითარება“),- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კურსზე დასწრება უფასოა.

გაიგე მეტი კურსის შესახებ - https://bityl.co/EBJq

დარეგისტრირდიკურსზე 18 სექტემბრამდე - https://bityl.co/EBJs

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს