იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან და გერმანიაში საქართველოს ელჩთან ერთად, ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაციას ადგილზე პენიტენციური სისტემის მართვის გერმანული მოდელი, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მსჯავრდებულთა განათლების, სპორტისა და დასაქმების პროგრამები გააცნეს.

„მხარეებმა ერთმანეთს პენიტენციური სამსახურების გამართული ფონქციონირების მიმართულებით გამოცდილება და არსებული ცოდნა გაუზიარეს. რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე „ციფრული უნივერსტეტის" კონცეფცია დეტალურად განიხილეს, რომლითაც გერმანული მხარე დაინტერესდა. ამ პროექტის მეშვეობით მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ-ფორმატში, დისტანციურად უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პროცესში ჩაერთონ. „ციფრულ უნივერსიტეტთან" დაკავშირებით გერმანია საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით მომავალში ითანამშრომლებს.

ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძემ პრობაციონერებისთვის შექმნილ ინოვაციური ტექნოლოგიურ მოწყობილობა „PROBBOX-ზე" ისაუბრა. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. იუსტიციის სამინისტროს ამ პროექტებით მეზობელი ქვეყნები უკვე დაინტერესდნენდა საქართველო მზად არის, მათ ეს გამოცდილება გაუზიაროს.

პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყებას 10 წლიანი განვითარების გეგმაში გაწერილი აქვს კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის, ახალი, მცირე ზომის ე.წ. ოჯახური ტიპის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, სწავლაზე მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, მსჯავრდებულთა საკნის გარე აქტოვობების ხელშეწყობა, რისთვისაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. იუსტიციის სამინისტრო პატიმრების დასაქმებასა და მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას ხელს უწყობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა