ლინდა არსენო - საქართველო გვთავაზობს კეთილგანწყობილ ბიზნესგარემოს და ძალიან საინტერესო ადგილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის

საქართველოში გამართული შეხვედრებისას ცხადი გახდა, რომ საქართველოს აქვს კეთილგანწყობილი ბიზნესგარემო, სწორი ღირებულებები და ძალიან საინტერესო ადგილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა ლინდა არსენომ განაცხადა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს.

აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი საინვესტიციო კონსულტანტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიჭიერი ადამიანები და ამ ნიჭის მრავალფეროვნება, ადგილმდებარეობის უპირატესობა და ხარჯების ეფექტურობა. ასევე მინდა აღვნიშნო ის უკიდურესად თბილი დახვედრა, რომელიც ჩვენს დელეგაციას ერგო წილად და ამისთვის დიდი მადლობა ორგანიზატორებს", - აღნიშნა ლინდმა არსენომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა