ანონსი  8 სექტემბერი

8 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

8 სექტემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

8 სექტემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „პუტინის მიერ საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცება, სადაც ნათქვამია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

8 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა 577 158 572

8 სექტემბერს, 12:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან უფლებადამცველები აქცია - პერფომანსს გამართავენ და იუსტიციის მინისტრს მიმართსვენ მოთხოვნით: „შეწყდეს ბინადრობის და მოქალაქეობის გაცემები რუსულენოვან მოსახლეობაზე“.

მის: გორგასალის ქ. 24ა

საკონტაქტო: 598549484

8 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

8 სექტემბერს, 13:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

8 სექტემბერს 15:00 საათზე, „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი და დეპუტატი სალომე სამადაშვილი რუსთავის საპატიმროში ნიკა გვარამიას მოინახულებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო