რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება დასავლეთის „პროვოკაციულ“ სანქციებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება დასავლეთის „პროვოკაციულ“ სანქციებს.

„არ არის საჭირო სახელების ჩამოთვლა, მაგრამ მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ არ მიმაჩნია სწორად პოზიცია, რომელსაც დასავლეთი იკავებს“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის ლიდერის თქმითვე, დასავლეთი, „პროვოკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკას წარმართავს და შედეგის მიღწევა იქ ვერ მოხერხდება“.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ რუსეთი.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინაში იარაღს კი არა, „ჯართს გზავნის".

ერდოღანმა დასძინა, რომ ომი „მალე არ დასრულდება".

„მე ვეუბნები მათ, ვინც რუსეთს არასათანადოდ აფასებს, რომ თქვენ არასწორად მოქმედებთ. საჭიროა რუსეთის სათანადოდ დაფასება", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა ახორციელებს დაბალანსებულ პოლიტიკას რუსეთისა და უკრაინის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს კრიზისის მოგვარებას.

მისი თქმით, ამ ომში არც რუსეთი და არც უკრაინა არ არიან გამარჯვებულები, არამედ ბევრი დამარცხებულია.

„რუსეთმა გათიშა ბუნებრივი აირი, ევროპაში ფასები გაიზარდა. ყველა ამაზე ფიქრობს, ამაზე აქამდე რატომ არ ფიქრობდნენ?“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ერდოღანმა დასავლეთი გუშინაც გააკრიტიკა და ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპა „იმკის იმას, რაც დათესა“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია