ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრის ნაცვლად 20 სექტემბერს გაიმართება

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრის ნაცვლად 20 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება.

როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროცესის უფრო ადრე ჩატარების შესახებ ადვოკატებმა რამდენჯერმე თავად მიმართეს სასამართლოს, თუმცა ახლა რატომ შეცვალა სასამართლომ გადაწყვეტილება მისთვის უცნობია.

„ჩვენ მოთხოვნილი გვქონდა თარიღის ცვლილება. ჩვენ სასამართლო პროცესზევე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არ უნდა გაწელილიყო პროცესი და კარგი იქნებოდა თუ სასამართლო კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩაჯდებოდა და გამოვთქვით ჩვენი უკმაყოფილება ოქტომბერში პროცესის გადატანასთან დაკავშირებით. ჩვენ მერეც მოვთხოვეთ სასამართლოს წერილობით მიმართვით, რომ მანამდე გამართულიყო სასამართლო სხდომა და დღეს გვაცნობეს, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გადმოწეულიყო უფრო ადრე თარიღი, კერძოდ სექტემბერში და გვაცნობეს, რომ გაიმართება პროცესი 20 სექტემბერს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა ასე და რატომ შეცვალა სასამართლომ გადაწყვეტილება პროცესის თარიღთან გადაწყვეტილებით, ბუნებრივია ამაზე წარმოდგენა არ მაქვს“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს