მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაცია პოლონეთში იმყოფებოდა

2-5 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკაში, გმინა კობილნიცაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალური შეხვედრები გამართა გმინების, კობილნიცას, კოშციელისკოს და ვალცეს მერებთან.

„შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ეკონომიკური, სამეწარმეო, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო კუთხით მიღებულ გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრები კობილნიცაში მოსავლის აღების ფესტივალს დაესწრნენ. სადაც მოწყობილი იყო არაერთი ვორქშოპი, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა და სემინარები. ფესტივალის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები.

ოფიციალურ დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ზურაბ ფანგანი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი დავით ჭიკაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა