მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა SDSU-საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა. მიხეილ ჩხენკელმა ამ კუთხით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა და SDSU-ს ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა. ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ამ თვალსაზრისით, მინდა ხაზი გავუსვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის გავლენას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალისა და სამუშაო ძალის გაუმჯობესებით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.

მსურს, მადლობა გადავუხადო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორეს საქართველოში STEM განათლების განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის.

SDSU საქართველო არის კომპაქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ამერიკულ სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოში დაახლოებით 800 სტუდენტი ირიცხება. უნივერსიტეტი ხელს უწყობს შესაძლებლობების გაძლიერებას STEM ინიციატივის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

მქონდა პატივი, დავსწრებოდი წლევანდელი დიპლომების გადაცემის ცერემონიას და პირადად შევხვედროდი SDSU-ს რამდენიმე გამორჩეულ კურსდამთავრებულს საქართველოში. ეს არის საქართველოს პროფესიონალთა ახალი თაობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაში. ნამდვილად საამაყოა ის შედეგები, რასაც SDSU-სა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველზე მივაღწიეთ. უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია STEM დისციპლინებში და უახლესი STEM განათლების მიწოდების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში საერთაშორისო კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მოსამზადებლად, რომელიც გააგრძელებს ამ პროექტის წარმატებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ SDSU ახორციელებს აშშ-ს მიერ დაფინანსებულ პროექტს "STEM კვლევისა და აკადემიური განათლების მხარდაჭერა საქართველოში", რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მეცნიერების კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საერთაშორისო კვლევის სტანდარტებისა და მიდგომების შესაბამისად.

მოხარული ვარ, რომ SDSU აგრძელებს მუშაობას საქართველოში – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმოადგინა კომპაქტის მიღმა მდგრადობის გეგმა, რომელსაც ჩვენ ამჟამად განვიხილავთ. დასასრულს, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მე, სრულად ვუჭერთ მხარს SDSU-თან პარტნიორობის გაგრძელებას.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორეს კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს SDSU-ს სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის დღის წესრიგში",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სამინისტროს ინფორმაციით, SDSU საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მიიღეს: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორებმა და დეკანებმა, "ფონდ ქართუს" წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის დონორმა ორგანიზაციებმა და სხვა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო