იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის გამო, კლინიკაში საწოლები სრულად დატვირთულია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში ენტეროვირუსით ინფიცირებული პაციენტების გაზრდილი მიმართვიანობის შედეგად საწოლები სრულად არის დატვირთული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების მედიცინის ექიმმა, თამარ ლიპარტელიანმა განუცხადა.

როგორც თამარ ლიპარტელიანი განმარტავს, ბოლო ორი კვირაა, რაც კლინიკაში ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების შემოდინებამ განსაკუთრებულად მოიმატა. ამასთან, დასძენს, რომ მისთვის უცნობია, რა ვითარებაა სხვა კლინიკებში, თუმცა ვარაუდობს, რომ იაშვილის მსგავსად, მომართვიანობა სხვა კლინიკებშიც გაზრდილია.

„ჩვენს კლინიკაში ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების მიმართვიანობა ნამდვილად მომატებულია. გაზრდილი მიმართვიანობის შედეგად კლინიკაში საწოლები ფაქტობრივად სრულად არის დატვირთული. ბოლო ორი კვირაა, რაც ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების შემოდინებამ განსაკუთრებულად მოიმატა. ამას გარკვეულწილად განაპირობებს ის ფაქტი, რომ ზღვიდან ბრუნდება ხალხი.

ზოგადად, სეზონურად ამ პერიოდში იყო ხოლმე ინფექცია, მაგრამ წელს უფრო მეტი შემთხვევაა. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, მგონია, რომ ყველგან არის მომატებული პაციენტების მიმართვიანობა. ჩვენთან შემოსულ პაციენტებს ვაკმაყოფილებთ, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტის მოთავსების შესაძლებლობა არ გვქონდა. ვისაც სჭირდება სტაციონარული მკურნალობა ვმკურნალობთ, ამ კუთხით დეფიციტი არ არის, თუმცა კლინიკაში საწოლები ფაქტობრივად სრულად არის დატვირთული.

აღსანიშნავია, ნაწლავური ინფექციის საშიშროებები, რომელიც უნდა ვიცოდეთ. ეს არის სითხის დეფიციტი, მივარდნილობა, ადინამიურობა, შარდის შემცირება, განავალში სისხლის არსებობა, ღებინება. ნაწლავური ინფექციისთვის ძირითადად დამახასიათებელია ღებინება, დიარეა, ცხელება, თავის და მუცლის ტკივილი და ზოგადი სისუსტე“, - აღნიშნავს თამარ ლიპარტელიანი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია