მინისტრის მოადგილე - პურზე ფასების დადგენა სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის - ყოველგვარი ხელოვნური ჩარევა ბიზნესისთვის დამაზიანებელი იქნება

პურზე ფასების დადგენა სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის, ამიტომ ამას (პურის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებას) ვერც განვიხილავთ - ყოველგვარი ხელოვნური ჩარევა ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის დამაზიანებელი იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა იქნება სამინისტროს პასუხი „პურის მცხობელთა ასოციაციის“ ინიციატივაზე, რომ პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, მაღაზიებისთვის პურის ღირებულებაზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესება ქვეყნის ეკონომიკისთვის მისაღები მოდელი არ იქნება.

მისივე თმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული პროცესების ფონზე, საქართველოში პურზე საკმაოდ ობიექტური ფასი გვაქვს.

„მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი საბაზრო თავისუფალი პრინციპები გვაქვს პურშიც, სხვა პროდუქტებშიც, ყველაფერში. რა თქმა უნდა, მე ასოციაციის მაგ წინადადებას გავეცანი, მაგრამ ის მოდელი, რომელი მოდელიც თავისუფალი საბაზრო პრინციპებისთვის მუშაობს, ძალიან სწორი და რეალურია. ჩვენ ამ მოდელის ფარგლებში პურზე საკმაოდ ობიექტური ფასი გვაქვს, იმის ფონზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მოყვა. ამიტომ არანაირი შეზღუდვა, რომ ბიზნესი არ განვითარდეს და ამა თუ იმ სასაქონლე ჯგუფზე მას დავუდგინოთ, სად რამდენი მოიგონ. ვფიქრობ, ეს არ არის დღევანდელი ჩვენი ეკონომიკისთვის მისაღები მოდელი.

რეალურად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ ეს თემა განვიხილოთ. ფასების კონტროლი სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის. მაგას სხვა უწყება ფარავს და სხვა უწყების თემაა, მაგრამ ჩვენ რეალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იყოს. თქვენ იცით, რომ ძალზე ფართოდ არის გავრცელებული ქსელი, რომელიც არის პურის საცხობები. არის ძალიან დიდი ქარხნები, მცირე ქარხნები, თონეები და მათ ფასწარმოქმნის სულ სხვადასხვა მოდელი აქვთ. ამასთანავე, არის უამრავი მაღაზია. ქვეყანაში ათი ათასობით მაღაზიაზეა ლაპარაკი, ამიტომ აქ თავისუფალმა საბაზრო პრინციპებმა უნდა იმუშაოს. ყოველგვარი ხელოვნური ჩარევა ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის დამაზიანებელი იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია