შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ესტონეთის სამაშველო საბჭოს დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ესტონეთის სამაშველო საბჭოს დელეგაცია ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ესტონეთის სამაშველო საბჭოს დირექტორს კუნო ტამეარუს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა უმასპინძლა.

გაცნობითი შეხვედრის დროს სამსახურის უფროსმა ესტონელ კოლეგას სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა გააცნო. მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, როინ ვარშანიძე და სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი ესწრებოდნენ.

„ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის სამაშველო საბჭოს დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს ესტუმრნენ და აღნიშნული დანაყოფების საქმიანობის დეტალებს გაეცნენ. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი მოინახულეს, სადაც სიმულაციური სწავლება გაიმართა და სამსახურის შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა.

ესტონეთის სამაშველო სამსახურის უფროსის ვიზიტს წინ საქართველოს დელეგაციის ტალინში ვიზიტი უძღოდა, სადაც ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა სამთო-სამაშველო მიმართულებით ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს.

ესტონეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. მათ შორის, ექსპერტთა გაცვლითი პროგრამა და ტყის ხანძრების აღმომჩენი სპეციალური სისტემებით აღჭურვის პროექტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა