პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის ტენდერი დასრულდა, დემონტაჟი კი ოქტომბერში დაიწყება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურა დასრულდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტენდერში შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ გაიმარჯვა. კორპუსის დემონტაჟი კი, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

„გვაქვს კარგი სიახლე იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი და ვაჭრობის შედეგად ფასმა დაიკლო 260 ათასი ლარით. ვაჭრობაში მინიმალური ფასი დააფიქსირა - შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ და ის არის გამარჯვებული. გამოცხადებული ფასი იყო - 6,480,330.00 ლარი. შემოთავაზებული ფასია - 6,199,330.00 ლარი.

სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე ქირით ჰყავს გაყვანილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული საპილოტე პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს.

„ამ საპილოტე პროექტის პარალელურად, მერია ამუშავებს დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს. გამგეობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ კიდევ ათეულობით კორპუსის მოსახლეობასთან. მინდა მოსახლეობას თხოვნით მივმართო - თქვენი მხარდაჭერა, ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივების მხრიდან უფრო მეტი ფართის მოთხოვნა ხდება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, ერთი ერთში მოგცეთ ის ფართი, რასაც ფლობთ და ერთ სანტიმეტრს არ დაკარგავთ. რაც მთავარია, სრულიად ახალ, გარემონტებულ ბინებში შეხვალთ. ითანამშრომლეთ ჩვენთან, რადგან ეს ყველაფერი თქვენი ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვისა და უსაფრთხოებისთვის კეთდება. რომ არა ეს პრობლემა, რაც მოლაპარაკებების პროცესში გაჩნდა, რომ ადამიანები იმაზე მეტ ფართს ითხოვენ, ვიდრე აქვთ, ერთი საპილოტე კი არა, 10 პროექტი გვექნებოდა უკვე მზად.

ასე რომ, მიმდინარე წელი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მომდევნო წლებში საკმაოდ დიდი მასშტაბი ექნება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას და მის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დედაქალაქში არაერთ ავარიულ კორპუსს ჩაანაცვლებს. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ მთლიანი სამშენებლო ღირებულებიდან ნამატი ფართებით გასტუმრებული იქნება 5 407 987 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელია 791 343 ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე აღნიშნული კორპუსების ზუსტი სტანდარტული ვიზუალი წარმოადგინა, რომელიც ქართველი არქიტექტორების მიერ შემუშავდა და რომლითაც ავარიული შენობების ჩანაცვლება მოხდება.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ