საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ II კვარტალში 351.8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო სააქციო კაპიტალი 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის II კვარტალში 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 პროცენტით მეტია.

ამასთან, 2022 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 64.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 44.8 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე იაპონია - 41.8 მლნ. აშშ დოლარით (11.9 პროცენტი).

„საქსტატის“ ინფორმაციითვე, 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 75.6 მლნ. აშშ დოლარით (21.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა