კახეთში კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს

სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სანერგეების ინსპექტირებას, კახეთის რეგიონში ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებმა ნერგის მწარმოებლებს ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოთხოვნები და სერტიფიცირების პროცესში გასავლელი ეტაპები გააცნეს.

ცენტრის წარმომადგენლები, საველე ინსპექტირებისას, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით ხელმძღვანელობენ.

„საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობა ვალდებულია ჰიგიენური და სატრანსპორტო მოთხოვნების დაცვა, გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა უზრუნველყოს, როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის გარეთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში არ ახდენს, ცენტრი, მეურნეობას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან იღებს.

სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წლიდან მიმდინარეობს. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ხარისხიანი თესლითა და სარგავი მასალით უზრუნველყოფს, რაც იმპორტირებული მასალის ჩანაცვლებას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მომხმარებელს კი, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან დაიცავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა