კახა კალაძე - მზად ვართ ვემსახუროთ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ, გვქონდეს მეტი სკვერი და სპორტული მოედნები, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას

ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ, უფრო კომფორტული გავხადოთ, მეტი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მეტი სკვერი, მეტი რეკრეაციული სივრცე, სპორტული მოედნები იმისათვის, რომ მეტი ხვიჩა კვარაცხელია გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული კეთილსინდისიერი თანამშრომლის შრომაზე დგას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი.

„მინდა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ჩემს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი ქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა, პრობლემა გვაქვს, მაგრამ ყველა შემართებით ვართ, ყველას გვაქვს მზაობა იმისა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს კონკრეტული საქმეებით, კონკრეტული პროექტებით, გადასადგმელი ნაბიჯებით იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის და ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ. ამის ყველანაირი რესურსი, შესაძლებლობა გაგვაჩნია. ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ, მზად ვართ ვემსახუროთ ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ, კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, მეტი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მეტი სკვერი, მეტი რეკრეაციული სივრცე, სპორტული მოედნები იმისათვის, რომ მეტი ხვიჩა კვარაცხელია გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს