თბილისის მერიამ მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავა

თბილისის მერიის მიერ პირველად შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების შედეგად, დედაქალაქის ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნარჩენების დახარისხების (სორტირების) ხაზი და გაზშემკრები სისტემა მოეწყობა.

„მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პირველად შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც არასდროს არ ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. აღნიშნული დოკუმენტები შესაბამისობაშია, როგორც ნარჩენების მართვის კოდექსის, ისე ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მოთხოვნებთან.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად მიღებული ნარჩენების მართვის კოდექსმა, ნარჩენების მართვის ეროვნულმა სტრატეგიამ და გეგმამ ნარჩენების მართვის სრულიად ახალი სისტემის დანერგვას ჩაუყარა საფუძველი, მათ შორის დაადგინა მუნიციპალიტეტების ვალდებულებები ნარჩენების მართვის კუთხით, რომლის მიხედვითაც თბილისის მუნიციპალიტეტს ევალება მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი.

ჩვენ ყველამ ვიცით, რა ვითარება გვაქვს ნაგავსაყრელზე და ამ პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაწერილია გრაფიკი, თუ რომელი პროექტი რა ეტაპზე უნდა განხორციელდეს. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ამ მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი პროექტები და მათი ექსპერტების დახმარებით ხდება ამ დოკუმენტზე მუშაობა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქალაქის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. ამგვარად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რომელიც ნარჩენების დახარისხებასა და რეციკლირებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება გაზშემკრების სისტემის მოწყობას, კახა კალაძის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან დახარისხებული ნარჩენების დამუშავების შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდება.

„გაზშემკრები სისტემის მოწყობა, უმთავრესად ორიენტირებულია, მწვავე გარემოსდაცვითი საკითხების აღმოსაფხვრელად და საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის ევრო სტანდარტებთან დასაახლოებლად, რაც თავისთავად გაზრდის პოლიგონის არსებობისა და ფუნქციონირების რესურს.

ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ამ მასალის ამოღებით როგორც ბიოგაზის, ასევე დახარისხებული ნარჩენების სახით, რაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გროვდება, შესაძლებელია ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება. ყველა განვითარებულ ქალაქში ნაგავსაყრელზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. ეს შეიძლება იყოს მიღებული გაზით გამომუშავებული ელექტროენერგია. ჩვენ ამ პროექტებს ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია