ხელოვნური ინტელექტის გერმანულ პროგრამას იურიდიული დახმარების სამსახური გამოიყენებს

ბერლინში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და კომპანია knowledgeTools International GmbH-ს შორის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ინფორმაციას ამის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმება იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციისათვის პროგრამა LOGOS -ის გამოყენებას მოიცავს.

მათივე განცხადებით, დღესდღეობით, დიგიტალიზაციის თანამედროვე ტემპი უმთავრესი გამოწვევაა, რაც თავისთავად, იურიდიულ სფეროსაც ეხება. ეს არის პროცესი, რომელიც ადრე თუ გვიან იურისპრუდენციას სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს, ამიტომ, სამსახურის საქმიანობაში სიახლეების, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური და ეტაპობრივი დამკვიდრება მნიშვნელოვანია.

"სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ იურიდიული დახმარების სამსახური არის პირველი სახელმწიფო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც თავის საქმიანობაში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩვენი სამსახური არის ის ორგანიზაცია, რომელიც 13 ბიუროსა და 38 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, იურიდიული კონსულტაციის გაწევას ნებისმიერი ადამიანისთვის, ხოლო იურიდიულ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის უზრუნველყოფს. იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურმა გასულ წელს 17 442 საქმე მიიღო წარმოებაში და 24 369 კონსულტაცია გასწია, პროგრამა LOGOS -ისა და ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ჩვენს საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას ბენეფიციარებს მაქსიმალურად მოკლე დროში გავუწიოთ კონსულტაცია, მოვუმზადოთ კვალიფიციური, სამართლებრივად დასაბუთებული სარჩელები და ამასთანავე, ჩვენი სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხი უზრუნველვყოთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი knowledgeTools International GmbH-ს და ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერად წარიმართება“, - განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?